არჩილ მიხეილის ძე გომიაშვილი (დ. 23 მარტი, 1926, ჭიათურა — გ. 31 მაისი, 2005, მოსკოვი) — ქართველი მსახიობი, ბიზნესმენი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966).
ბიოგრაფია
არჩილ გომიაშვილი დაიბადა 1926 წელს ქალაქ ჭიათურაში, 1940–1942 წლებში სწავლობდა თბილისის ხელოვნების კოლეჯში, სახვითი ხელოვნების განხრით. თეატრისადმი ინტერესი არჩილ გომიაშვილმა გამოავლინა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლაში სწავლის დროს,სადაც მან ისწავლა რამდენიმე წლის განმავლობაში. იგი თბილისში, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის აკადემიურ დასში. 1958 წელს, მსახიობმა მუშაობა დაიწყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრში, შემდეგ კი — გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში.
არჩილ გომიაშვილმა სახალხო აღიარება მოიპოვა 1971 წელს, როდესაც მან ითამაშა ოსტაპ ბენდერის როლი ფილმში „12 სკამი“. რუსეთში გადასვლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს თავდაპირველად მოსკოვის ლენინის სახელობის თეატრში, შემდეგ კი პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში.
არჩილ გომიაშვილი 1990 წელს კომპანია „სითი ბიზნესის“ პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი „ოქროს ოსტაპი“, რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ცნობილია:Acting
დაბადების დღე:1926-03-23
დაბადების ადგილი:
ასევე ცნობილია:Archil Gomiashvili, Archil Gomiashvily